ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„ისნის რაიონში, ბეთანიის, გოლოვნის, საინგილოს, ბზიფის, თეძამის, გალავნის, განთიადის, ერისთავის და მარტყოფის ქუჩებზე დენი 01 საათიდან 06 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე ელექტრომომარაგება 12 საათიდან 17 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონში, ათონელის და კოტე აფხაზის ქუჩებზე ელექტროენერგია 11 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.
კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
დიდუბის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
გლდანის რაიონში, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას დენი 11 საათიდან 18 საათამდე შეუწყდება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.