დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აეროპორტის დასახლების, დავითაშვილის და შანშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონებს და სამგორი-I დასახლებას.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, ანდრონიკაშვილის, ჭრებალოს, ულიანოვის, ბიჭვინთის, რევოლუციის, ალექსანდრე მანაგაძის, ჩიქვანაიას, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მცხოვრებლებზე.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გლდანის მასივის I მიკრორაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე.

ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას, ჯავახიშვილის, ტურგენევის და საბჭოს ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, მუხრან მაჭავარიანის, შმიდტის, საირმის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ნუცუბიძის III მიკრორაიონის, კაპანელის, ნუცუბიძის, ჭილაიას, ბუდაპეშტის, მარუშიძის, ვაზისუბნის, ლვოვის, ალასანიას, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ალმასიანის, ზემო ვეძისის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, გამყრელიძის, ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, ლევანდოვსკის, მეგრელიძის და ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩებს. 12 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება დიდი დიღმის III მიკრორაიონში.

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჩაჩავას და ნოდარ ბოხუას ქუჩების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.
ისნის რაიონში ელექტრომომარაგება

10:30 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, სამგორის ჩიხის, ნადარეიშვილის, ჩაჩუას, ჯავახეთის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ოსიპ მანდელშტამის, ნოე რამიშვილის, ლაღიძის, ვარკეთილის, ზაქარია მხარგრძელის, ხვედელიანის, შანდორ პეტეფის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებზე.

კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გარდაბნის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, მარნეულის გზატკეცილის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძის და სურგულაძის ქუჩების აბონენტებზე. 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვეკუას, პუშკინის და ვაჩნაძის ქუჩებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის” განცხადებაში.