გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მახათას მთის, არსენალის მთის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, თვალჭრელიძის, ცაიშის, ალავერდის, გაბისკირიას, რეხის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, ინდუსტრიის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, მნათობის , ლამის, სალიების, პაატა სააკაძის, ასპინძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ბოდავის, გუმათჰესის, ახუთის, ხრამჰესის, ძეგამის, არსენალის, ახალი არსენალის, ბერიაშვილის, პეტრე ბაგრატიონის, დავითაშვილის, თამარაშენის, სიღნაღის, ჩეჩელაშვილის, სალხინოს, ასხის, ასხინის, ქვალონის, დიღომბარის, ჯაბაურის, ბერიაშვილის, ბერძენიშვილის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუას, ნოე ჩხიკვაძის, არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანჯგალაძის, ზაქრაძის და ლალიონის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
დიდუბის რაიონში აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ტერევერკოს ქუჩას.
მთაწმინდის რაიონში, კოსტავას ქუჩის მოსახლეობას დენი 11 საათიდან 15 საათამდე შეუწყდება. 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ჭანტურიას, ათონელის, ვირსალაძის, ლერმონტოვის, ქიქოძის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის და მაჩაბლის ქუჩებზე.
საბურთალოს რაიონის აბონენტებს დენი 10 საათიდან 17 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ ლუკიანე თაბუკაშვილის და გოთუას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე დენი შეწყდება ფერმწერთა ქუჩაზეც.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხება ზემო ვეძისის დასახლების, ზემო ვეძისის I ჩიხის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ივანე (იოანე) მარუშიძის, ლვოვის, მამია ალასანიას, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ალმასიანის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, გამყრელიძის და ლევანდოვსკის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ულიანოვის II ჩიხის, უწერის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჭრებალოს და ბარისახოს ქუჩებზე. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სოფელი გლდანის, ავშნის და ნუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგია 11 საათიდან 17 საათამდე შეწყდება. საუბარია გარიყულის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის, სიხარულიძის, ჩარგლის და გამყრელიძის ქუჩებზე. 11 საათიდან 13 საათამდე დენი ასევე შეწყდება ქვიშხეთისა და ერწოს ქუჩებზე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.