გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 12 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ოქროყანის აღმართის, ოქროყანის, წავკისის, ამაღლების და ბოლო აღმართის ქუჩების მცხოვრებლებზე.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, ანანურის, იაკობ ნიკოლაძის, ლუარსაბ შარაშიძის და ათონელის ქუჩებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ჭოველიძის, ბელინსკის, გოგებაშვილის და გუნიას ქუჩებზე.
კრწანისის რაიონში, საადის, ბოტანიკის, აბანოს, სამღებროს და ირგვლივის ქუჩებზე დენი 11 საათიდან 14 საათამდე შეწყდება.
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ.
10:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვაზისუბნის დასახლების, დავით კვაჭანტირაძის, ყვარლის, ამირეჯიბის, მესხეთის, რატილის და გეზათის ქუჩების აბონენტებს.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ქავთრაძის, ძოწენიძის, კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ნუცუბიძის, გამრეკელის, პიკასოს, ჟღენტის, ჩხიკვაძის , მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებზე.
დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე (ნაწილობრივ), სამტრედიის, მირცხულავას და გუდაუთის ქუჩებზე დენის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.
ვაკის რაიონში, ფალიაშვილის, მუხაძის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 11 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.
სამგორის რაიონში, ვარკეთილის III მასივის V კვარტლის, ვარკეთილის III მასივის Vმიკრორაიონის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების აბონენტებს ელექტრომომარაგება 11 საათიდან 17 საათამდე შეეზღუდებათ.
გლდანის რაიონში დენის მიწოდება 11 საათიდან 16 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ მუხიანის III მიკრორაიონის და გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ილორის, ზარზმის და დავით სარაჯიშვილის ქუჩებზე.
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყალსადენის ქუჩაზეც.
ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია “თელასის” ინფორმაციაში.