დედაქალაქის ცხრა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ცხრა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ცხრა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) გაზაფხულის, დელისის მე-3 ქუჩის, ნუცუბიძის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, იოსელიანის და ჭიათურის ქუჩების მცხოვრებლებზე.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ტაშკენტის, ოდესის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, არდაზიანის, ბაქრაძის (ნაწილობრივ), ოდიშელიძის (ნაწილობრივ), ცხინვალის (ნაწილობრივ), ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ონიაშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ზემო ვეძისისა და მერი დავითაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV, IX და X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის, დიდუბის დასახლების, რაფიელ ერისთავის, მოლითის, კნოლევის, ქართლის, ვახტანგ ნინუას, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ბეჟანიშვილის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, აწყურის, ჭყონდიდელის, წიწამურის, ხუთწლედის, ღრმაღელის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, თმოგვის, ილურიძის, ლომთათიძის, იმერეთის, ჯავის, ქსნის, ფარეხის, კარალეთის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, წიკლაურის, საყვირის და კოხრეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებას ელექტროენერგია 11 საათიდან 17 საათამდე შეუწყდება.

ვაკის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 12 საათიდან 13 საათამდე შეეხებათ. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ნინო რამიშვილის ქუჩაზე.

მთაწმინდის რაიონში დენი 13 საათიდან 14 საათამდე შეწყდება. კერძოდ ძმები ზუბალაშვილების, ლაღიძის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კოლმეურნეობის მოედნის, ვეკუას, ფხოვის, თაბუკაშვილის და გორგასლის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ აკაკი წერეთლის გამზირის, გორის, იამანიძის, მეტრეველის, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებს.

გლდანის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე დენის მიეოდება შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის ა მიკრორაიონის, ქერჩის, ვეკუას, ხიზაბავრის, თიანეთის, ხევძმარის და აკაკი ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

ასევე 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ გლდანის მასივის V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ილორის, ზარზმის და დავით სარაჯიშვილის აბონენტებს.

13 საათიდან 16 საათამდე კი დენი ელეფთერ ანდრონიკაშვილის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.

ისნის რაიონიში ელექტრომომარაგება, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილი 3-ის II მიკრორაიონის და ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.