გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 10 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„სამგორის რაიონში ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სადგური ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), იუმაშევის (ნაწილობრივ) და მეკოკიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებზე. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ საქსოფმანქანის დასახლების IV კვარტლის, ლილოს დასახლების IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების და გოკიელის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებსაც. ვარკეთილის III მასივის VIII კვარტლის და შუამთის ქუჩის აბონენტებს დენი 11 საათიდან 15 საათამდე შეუწყდებათ.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა 18 საათამდე გავრცელდება. კერძოდ, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, პეკინის გამზირის, დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), პეტრიწის, ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, მიცკევიჩის, ცაგარელის, იყალთოს და ბახტრიონის ქუჩებზე.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩებს.
გლდანის რაიონში, ქერჩის, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის და ალექსანდრე მანაგაძის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 15 საათიდან 16 საათამდე შეეზღუდებათ.
დიდუბის რაიონის აბონენტებს, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება 11 საათიდან 12 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, აგლაძის, სტანისლავსკის (ნაწილობრივ), სამტრედიის, ბალის, მირცხულავას, წყალტუბოს, ტრანსპორტის და კარალეთის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.
ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.
კრწანისის რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდება. კერძოდ გორგასლის (ნაწილობრივ), საადის, ბეთლემის, აჯიაშვილის, სამღებროს, გომის და ზდანევიჩების ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში, კეკელიძის ქუჩაზე ელექტროენერგია
11 საათიდან 13 საათამდე შეწყდება. ასევე 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩებს.
ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ელექტრომომარაგება, 10 საათიდან 18 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
დენი შეწყდება ისნის რაიონშიც. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის და შანდორ პეტეფის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.