საახალწლო ღონისძიებებისთვის დედაენის ბაღში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, საახალწლო ქალაქში არა ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
მოეწყობა საახალწლო ბაზრობა, ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, ხის ნაკეთობათა სახელოსნო. გაიმართება ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტები. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე (33ა), რობი კუხიანიძე და ჯგუფი Outsider. გაიმართება პარა ორკესტრისა და დათუნა ალადაშვილის, ასევე ჯგუფების „ბლექ მაროუზისა“ და „რეზო და ბავშვების“ კონცერტები.
დედაენის ბაღი სტუმრებს დილის 10:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე უმასპინძლებს.