დედაენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება [ფოტო, ვიდეო]
18:50, 14.04.2022
დედაენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება იმართება. საზოგადოებისთვის ცნობილი პირები 1978 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ბავშვებისთვის დაიგეგმა სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ასევე დედაენის ბაღში განთავსებულია თემატური აუდიო და ვიზუალური ინსტალაციები – 1978 წლის მოვლენების ამსახველი ბანერი, ძველი ქართული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონები, ქართული ანბანის პავილიონი. დედაენის ბაღში მოწყობილია ქართველ მწერალთა ნაწარმოებების გამოფენა.
ღონისძიების ფარგლებში დღეს კონცერტი გამართეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა. ამასთან, დედაენის ბაღში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, მწერალი დათო ტურაშვილი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.