დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი - ექიმები გრიპის ვირუსის მხრივ, სიტუაციის გამწვავებას არ ელოდებიან
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი - ექიმები  გრიპის ვირუსის მხრივ, სიტუაციის გამწვავებას არ ელოდებიან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში გრიპის ვირუსის არსებობას ადასტურებს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, 10-დან 7 შემთხვევაში, ლაბორატორიული კვლევისას, გრიპის ვირუსის არსებობა დადასტურდა, თუმცა მედიკოსები ჯერჯერობით სიტუაციის გამწვავების საფუძველს ვერ ხედავენ და არც სამომავლოდ ელოდებიან.

გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა მოსახლეობამ აცრები ჩაიტაროს, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები და თუ ტემპერატურა ორი დღის განმავლობაში 38 გრადუსს მიაღწევს, პაციენტები ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფოს დახმარებით ვირუსის საწინააღმდეგო აცრები 39 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, კიდევ 10 ათას ადამიანის აცრა კი, კერძო სექტორმა დააფინანსა.