დავითაშვილი - ინფორმაცია, რომ სოფლისა და გარემოს დაცვის სამინისტროები არ გაერთიანდება, უსაფუძვლოა
დავითაშვილი - ინფორმაცია, რომ სოფლისა და გარემოს დაცვის სამინისტროები არ გაერთიანდება, უსაფუძვლოა

სოფლის მეურნეობის მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები აღარ გაერთიანდეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია

„ეს მგონი გადაჭარბებული ინფორმაციაა. თქვენ იცით, უმრავლესობაში, გუნდში მიდიოდა მსჯელობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ შევაჯერებთ პოზიციებს, თუმცა ეს ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.