დავით ზურაბიშვილი - კახეთი ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა - მით უმეტეს, გამოკითხვების მიხედვით, ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი
დავით ზურაბიშვილი - კახეთი ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა - მით უმეტეს, გამოკითხვების მიხედვით, ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი

კახეთი ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა – მით უმეტეს, რამდენადაც, გამოკითხვების მიხედვით, ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი. რუსეთი აქ ოკუპაციაზე არანაკლებადაა ასოცირებული ღვინის გაყიდვასთან, – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ პოსტზე კომენტარის სახით წერს.

როგორც დავით ზურაბიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური ხმები ძირითადად არის თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში, საჩხერის რაიონის გარდა. დავით ზურაბიშვილის განმარტებით, დანარჩენ საქართველოში, როგორც წესი, ხელისუფლება იგებს.

„აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ილაპარაკა ბერძენიშვილმა ერეკლეზე და რას ამბობდა გვარამია ტელევიზიით. ლაპარაკით ბიძინა და მისი მარიონეტები რომ ლაპარაკობენ ღლეობებს, იმისთანა უნდა, მაგრამ ამომრჩეველი მაინც ჰყავთ. კახეთი ამის გარეშეც ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა – მით უმეტეს, რამდენადაც, გამოკითხვების მიხედვით, ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი. რუსეთი აქ ოკუპაციაზე არანაკლებადაა ასოცირებული ღვინის გაყიდვასთან.

საერთოდ, ოპოზიციური ხმები ძირითადად არის თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, სამეგრელოში, გურიაში და იმერეთში, საჩხერის რაიონის გარდა. დანარჩენ საქართველოში, როგორც წესი, ხელისუფლება იგებს. მთავარია პროპორციები (ანუ ხელისუფლებამ უნდა დაკარგოს ხმები იქ, სადაც ტრადიციულად იგებს და ოპოზიციამ გაზრდილი უპირატესობით უნდა მოიგოს დიდ ქალაქებში), თორემ წალკის, კასპისა და შუახევის რაიონებში ოპოზიციას ცხოვრებაში არ მოუგია“, – წერს დავით ზურაბიშვილი.