დავით ზალკალიანი - უკრაინელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ დაუშვებელია, ცალკეულმა პირებმა მძევლად აიყვანონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს უკვე გადაშლილი ფურცელია
დავით ზალკალიანი - უკრაინელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ დაუშვებელია, ცალკეულმა პირებმა მძევლად აიყვანონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს უკვე გადაშლილი ფურცელია

უკრაინელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ დაუშვებელია, ცალკეულმა პირებმა, ვინც არ უნდა იყოს, მძევლად აიყვანონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ვიზიტიც მიანიშნებს, რომ ეს უკვე გადაშლილი ფურცელია.

„ჩვენ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, საკმაოდ დეტალური აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. ძალიან კარგად ესმით ამ საკითხის დელიკატურობა, ამ საკითხის დაუშვებლობა, რომ ცალკეულმა პირებმა, ვინც არ უნდა იყოს ის, მძევლად აიყვანოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა.

დღევანდელი ვიზიტიც, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე ჩტარდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს უკვე გადაშლილი ფურცელია და ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიყუროთ, დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები და არავითარმა მსგავსმა, რაღაცა, ცალკეული პოლიტიკური ლიდერების ვიწროპარტიულმა ინტერესებმა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა არ უნდა მოაქციოს მძევლად ამ ცალკეული პოლიტიკური ლიდერების ინტერესებში.

ეს ხომ განვილილი გზაა, ჩვენ ხომ ყველამ ერთად ვნახეთ, საით იყო მიმართული ჩვენს შიდა საქმეებშისხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევის მცდელობა, მაშინ, როდესაც აშკარად ირღვეოდა საარჩევნო კანონი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის ჩარევას საარჩევნო პროცესებში. ამიტომ ეს ყველას ძალიან კარგად ესმის და ბუნებრივია, დღევანდლეი ოფიციალური ვიზიტიც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს არის გადაშლილი ფურცელი, ეს არის წარსული და ჩვენ უნდა ვიყუროთ მომავლში, გადავდგათ ძალიან თანმიმდევრული, მკვეთრი ნაბიჯები.

ისევ დაგვყავს საკითხი ვიწროპარტიულ მანიპულაციებზე და ინტერესებზე. არ არის ეს ასე. იგივე ჩვენი უკრაინელი პარტნიორები, ყველა ერთხმად აღიარებს იმ შედეგებს, რომელიც დადგა. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი, იგივე რადაში, პარლამენტარებთან და უკრაინა აღიარებს არჩევნების შდეგებს, ის არის სოლიდარული საერთაშორისო თანამეგობრობის ამ შედეგებთან დაკავშირიებით.

ამიტომ ოფიციალური პოზიცია არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. დანარჩენი არის შიდა, ვინ რა ტაქტიკურ ნაბიჯს გადადგამს, არ არის საინტერესო. ჩვენ, რა თქმ აუნდა, უნდა ვიმქომედოთ  ჩვენი სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, როგორც შეეფერება უკრაინას, საქართველოს და როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.