დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩვენი ფიქრებით თურქი ხალხის გვერდით ვართ და ვლოცულობთ დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებს კი სრულყოფილ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.