დავით ზალკალიანი - სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში აღარ არის დათქმა 15-პროცენტიან შეზღუდვაზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ არ უნდა გამოიყენონ ოპონენტებმა აშშ-სთან ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით 15-პროცენტიანი დათქმა არ არის.
ასიგნებათა კომიტეტის მიერ ივლისში გამოქვეყნებული პროექტი დაფინანსების ნაწილის შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებდა.
„სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის ის დათქმა, რაც დაკავშირებული იყო 15-პროცენტიან შეზღუდვასთან, რომელიც არსებობდა წარმომადგენლობითი პალატის მიერ 2020 წლის 24 ივლისს მიღებულ ვერსიაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი არსებობს. ასევე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ არ უნდა გამოიყენონ ოპონენტებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ქვეყნის ურთიერთობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.