დავით ზალკალიანი - საქართველო მტკიცედ მისდევს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის  მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას
დავით ზალკალიანი - საქართველო მტკიცედ მისდევს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას

მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და დაიწყო პროგრესული საარჩევნო რეფორმისა და კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულება, რომელიც საუკეთესო ევროპული, საპარალმენტო დემოკრატიის ტრადიციებს ემყარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ მისდევს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობს.

„მიუხედავად ყველა პროგნოზისა, ჩვენ განვახორციელეთ დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესისა დემოკრატიულ, გარდამავალ პერიოდში, შემდგომში წარმატებას მივაღწიეთ კარგ მმართველობაში, კანონის უზენაესობაში და ადამიანის უფლებების დაცვაში.

ბოლო დროს, მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და დაიწყო პროგრესული საარჩევნო რეფორმისა და კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულება, რომელიც საუკეთესო ევროპული, საპარალმენტო დემოკრატიის ტრადიციებს ემყარება. ასეთი გამოჩენილი მიღწევებით, საქართველო ნამდვილად არის დანახული, როგორც მთავარი რეფორმატორი, მთლიან, აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება. უმრავლესი ევროპელი პარტნიორი საუბრობს ამაზე.

ამასთან ერთად, საქართველო მტკიცედ მისდევს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას. ცდილობს მოაგვაროს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი დიალოგის და სამშვიდობო მოლაპარაკების მეშვეობით. უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

ჩვენს მყარ პოზიციას მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე, დღემდე არ მოჰყვა რუსეთის მხრიდან რეაქცია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების მიმართულებით. მოსკოვი არ გამოხატავს სურვილს, ჩაერთოს გონივრულ მოლაპარაკებებში და განაგრძობს თამაშს, როგორც გვერდიდან დამკვირვებელი.

მიუხედვად მრავალი ბარიერისა, მთავრობა ცალსახად ახორციელებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რათა შეიქმნას ნდობა გამყფოი ხაზების გასწვრივ მცხოვრები ადამიანებისთვის და გაამარტივოს საოკუპაციო ტვირთი იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, ჩვენი მისწრაფების კარგი მტკიცებულებაა“, – განაცხადა ზალკალიანმა.