დავით ზალკალიანი - საქართველო და დიდი ბრიტანეთი ერთად მოუგებენ ომს პანდემიას
კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ეს არის სოლიდარობის გამოხატულება იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის.
„ჩვენ ერთად და ერთიანი ვიქნებით, ჩვენ მოვუგებთ ომს ამ პანდემიას“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.