დავით ზალკალიანი საფრანგეთს ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობას უხდის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საფრანგეთს ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ განცხადება დავით ზალკალიანის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნდა.
„მადლობა საფრანგეთს კორონავირუსით დაზარალებული უხანიდან საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაციისთვის. მაშინ, როდესაც სასიკვდილო ვირუსი საზღვრებს მიღმა ვრცელდება, ერთადერთი გზა, რომლითაც მსოფლიო მისი გავრცელების შეჩერებას შეძლებს, ერთად დგომაა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ქალაქ უხანიდან საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ამასთან, საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია უხანიდან თურქეთში გუშინ განხორციელდა. ევაკუირებულ მოქალაქეებს 14 დღის განმავლობაში ანკარის ერთ-ერთ კლინიკაში კარანტინში მოათავსებენ.