ანკარაში დაეშვა თურქეთის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან [ვიდეო]

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ანკარაში დაეშვა.

როგორც თურქული მედია თავდაპირველად იუწყებოდა, ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთის 34, აზერბაიჯანის შვიდი და საქართველოს შვიდი მოქალაქე უნდა გამოეყვანათ. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ექვსმა ადამიანმა ევაკუაციაზე უარი თქვა.

როგორც ცნობილია, ევაკუირებულ მოქალაქეებს 14 დღის განმავლობაში ანკარის ერთ-ერთ კლინიკაში კარანტინში მოათავსებენ.

საქართველოს პირველ არხს ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს სამი მოქალაქეა.