არჩილ კალანდია - უხანიდან საქართველოს სამ მოქალაქეს თურქეთში გადაიყვანენ, ხოლო ორის ევაკუაცია იგეგმება დღეს სავარაუდოდ, საფრანგეთის მიმართულებით
არჩილ კალანდია - უხანიდან საქართველოს სამ მოქალაქეს თურქეთში გადაიყვანენ, ხოლო ორის ევაკუაცია იგეგმება დღეს სავარაუდოდ, საფრანგეთის მიმართულებით

საქართველოს სამი მოქალაქე, თურქეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად, რომელთა ევაკუაციაც ასევე განახორციელა თურქეთის სახელმწიფომ, ორკვირიან საკარანტინო პერიოდს თურქეთში გაივლიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა.

როგორც კალანდიამ აღნიშნა, ისინი სამხედრო თვითმფრინავით გადაჰყავთ თურქეთში.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნით, კარანტინი მკაცრად არის დაცული. ჩვენ თურქული მხრიდან მივიღეთ პირობა, რომ ისინი იქნებიან უსაფრთხო გარემოში. ამჟამად უხანში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება. ერთმა მოქალაქემ ევაკუაციაზე უარი თქვა, ხოლო დანარჩენი ორი მოქალაქე თანახმაა, ამიტომ დღეს საქართველო კიდევ ორი ან სამი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდება უხანიდან სავარაუდოდ საფრანგეთში, თუმცა ჯერ კიდევ მიდის მოლაპარაკებები. ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის, მაგრამ ვგეგმავთ ორი ან სამი მოქალაქის ევაკუაციას. ზუსტი გადაწყვეტილება გვეცოდინება რამდენიმე საათში“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.