დავით ზალკალიანი - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატებით რომ არ შესრულებულიყო, ახალ მხარდაჭერას ვერ მივიღებდით
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმატებით რომ არ შესრულებულიყო, ახალ მხარდაჭერას ვერ მივიღებდით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ.
„ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში არის რამდენიმე პროექტი, რომელსაც საქართველო წარმატებით ასრულებს. ეს პაკეტი წარმატებით შესრულებული რომ არ ყოფილიყო, ვერ მივიღებდით იმ ახალ მხარდაჭერას, თუნდაც ფინანსურს, რომელიც გერმანიის მთავრობამ გამოყო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესები პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებით განვავითაროთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები გვექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის გერმანიამ დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარება გამოყო.