დავით ზალკალიანი - მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მუდმივად არის ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სწორედ ეს არის ასახული სენატის კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში
დავით ზალკალიანი - მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მუდმივად არის ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სწორედ ეს არის ასახული სენატის კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს პარტნიორები მუდმივად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და სწორედ ეს აისახა სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში, რომელშიც დაფინანსების 15 პროცენტის შესაძლო შეჩერების დათქმა აღარ არის.

„ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესს. მაშინ, როდესაც, ბოლო პროექტში იყო ჩადებული და ოპონენტების მხრიდან სწორედ ამაზე იყო აქცენტები გაკეთებული, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებდა, რომ ისინი სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ და არაფრად მიაჩნდათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მუდმივად ვართ კომუნიკაციის რეჟიმში, მუდმივად ხდება მათი ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ეს არის ასახული იმ საბოლოო ვერსიაში, რომელიც გამოქვეყნდა დღეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსთვის სულ მცირე 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.