დავით ზალკალიანი - მადლობას ვუხდი ჩვენს მამაც სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის
დავით ზალკალიანი - მადლობას ვუხდი ჩვენს მამაც სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, 17-წლიანი სამსახურისთვის, საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო ქვედანაყოფი დაბრუნდა სამშობლოში, რითაც დასრულდა ავღანეთში 17-წლიანი მისია. უდიდესი მადლობა ჩვენს მამაც სამხედრო მოსამსახურეებს მათ მიერ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – წერს დავით ზალკალიანი.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, 17-წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს. ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი უკვე დაბრუნდა.