დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა
დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ წერს.

„კარგი მოლპარაკებები მქონდა დღეს საქართველოს ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. დარწმუნებული ვარ „იმედის პრეზიდენტობისადმი“ საქართველოს მხარდაჭერაში. მოუთმენლად ველოდები ერთობლივი პრიორიტეტების განხორციელებას, მათ შორის გაერო-ს საქმიანობის გამოცოცხლებას“, – წერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი.