დავით ზალკალიანი - დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდპანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის
დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდპანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, – ამის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდპანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია“, – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სამ ქვეყანას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს.