დავით ზალკალიანი – დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდპანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის
დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდპანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, – ამის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდპანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია“, – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სამ ქვეყანას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს.
A huge thank you 2 our true friend & firm supporter – 🇱🇹, 4 their cooperation during #COVID19 pandemic & 15k vaccines that are 2 be sent 2 🇬🇪. We continue working W our partners on additional vaccine doses. Solidarity is pivotal in such complicated times ✊. @GLandsbergis https://t.co/qd3IWqkEgI
— David Zalkaliani (@DZalkaliani) May 14, 2021