„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ტყიბულში ამომრჩევლებს შეხვდა.
დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ეს ქვეყანა უკეთ უნდა მოვაწყოთ. ჩვენ სახელმწიფოს მეთაურს ვირჩევთ, ამიტომ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ საკითხზე. მოსახლეობას კარგად ესმის, რომ მათი ყოველდღიური პრობლები უმუშევრობა, თუ მაღალი ფასები მედიკამეტებზე, ვერ მოგვარდება, თუ ჩვენს სამშობლოში გამართული სახელმწიფო ვერ შევქმენით. ჩვენ კანონებით უნდა ვმართოთ ქვეყანა, დავასრულოთ მესიანიზმი, დავასრულოთ ერთ ადამიანზე ჩამოკიდება და ავამუშაოთ სახელმწიფო ინსტიტუტები”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ტუყიბულამდე დავით უსუფაშვილი ამომრჩევლებს ზუგდიდში შეხვდა.