დავით უსუფაშვილი - მინდა, სტატუსის მიღების შანსი ხელიდან არ გავუშვათ, მივიღოთ გაცილებით მკაფიო, აზრიანი რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი განსახორციელებელი იქნება არჩევნებამდე, ნაწილი - შემდეგ
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი არის რეალისტური და ეს არის მძიმე მოლოდინი, – ასე უპასუხა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, როგორია მისი მოლოდინი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, პესიმისტური თუ ოპტიმისტური?
„ეს არ არის თეორიული სურვილი. რა მინდა მე და რის შანსს ვხედავ? შანსს ვხედავ და მინდა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და მივიღოთ გაცილებით მკაფიო, კონკრეტული და აზრიანი რეკომენდაციები, არა 12, შეიძლება 32, რომელთა სერიოზული ნაწილი მომავალი წლის არჩევნებამდე იქნება განსახორციელებელი და კიდევ მეორე ნაწილი – არჩევნების შემდეგ. ეს იქნება ოპტიმალური და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.