დავით უსუფაშვილი - დავით სერგეენკოს ჯილდო ეკუთვნის შვდიწლიანი გამძლეობისთვის
დავით სერგეენკოს ჯილდო ეკუთვნის შვდიწლიანი გამძლეობისთვის, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ოცნებისთვის“ ყველაზე თვითდამაზიანებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვება, რომელიც დღემდე ყველაზე საამაყოდ ჰქონდათ.
„არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა, როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა კონიუქტურამ იჩინა თავი. თუ სურთ, რომ სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ და გაარიდონ სახათაბალო საქმეებს სამინისტროდან, რომ მერე შემობრუნდეს, როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ამ ჭორების ფონზე. „ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო, შესაძლოა, ახლაც იფიქრეს და მოიფიქრეს, ყველაზე თვითდამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ყველაზე საამაყოდ ჰქონდათ. ეს არის „ოცნებისა“ და მათი ლიდერის გენეტიკური კოდი, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით სერგეენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განცხადებას ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გააკეთებს.