დავით თარხან-მოურავი - გამოკითხვებით, პირველ ადგილზე ვართ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ აქვს 20 პროცენტზე ნაკლები, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, 3.5 პროცენტი
დავით თარხან-მოურავი - გამოკითხვებით, პირველ ადგილზე ვართ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ აქვს 20 პროცენტზე ნაკლები, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, 3.5 პროცენტი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი მხარდამჭერების რაოდენობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი რეალურად 20 პროცენტზე ნაკლებია, პარტია კი მუდმივად 50-პროცენტიან მხარდაჭერაზე საუბრობს.

დავით თარხან-მოურავის თქმით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ამომრჩეველი „პატრიოტთა ალიანსს“ უჭერს მხარს.

„აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა, როდესაც პარტია, რომელსაც 20 პროცენტი არ აქვს, მუდმივად ამბობს, რომ აიღებს 50 პროცენტს. ყველაზე დიდი ციფრი, რაც ისტორიაში საქართველოში არჩევნებზე ყოფილა, იყო 2 მილიონ 150 ათასი კაცი. დაახლოებით 1 მილიონ 950 ათასი არის ის ხალხი, ვინც მოდის არჩევნებზე. ჩვენ დღეისთვის გამოვკითხეთ 840 ათასი კაცი, მათი აუდიოჩანაწერი გვაქვს, მილიონ 200 ათას ფურცელზე შევსებული, ანუ ნახევარი ამომრჩეველი აუდიოჩანაწერში ამბობს, ვის უჭერს მხარს. პირველ ადგილზე ვართ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ აქვს 20 პროცენტზე ნაკლები და 3.5 პროცენტი აქვს „ნაცმოძრაობას“. ამიტომ უპასუხისმგებლობაა კობახიძის განცხადება“, – აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე აიღებს ბევრად მეტს, ვიდრე 50 პროცენტია.