ირაკლი კობახიძე - კოალიცია არ დაგვჭირდება, სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას ჩამოვაყალიბებთ
ირაკლი კობახიძე - კოალიცია არ დაგვჭირდება, სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას ჩამოვაყალიბებთ

გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოლიციას, როგორც „ნაცმოძრაობასთან“ და მის სატელიტებთან, როგორიც არის „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და ა.შ. ასევე, ბუნებრივია, „პატრიოტთა ალიანსთან“, „ბურჯანაძესთან“, პრორუსულ პარტიებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შესაძლო შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე აიღებს ბევრად მეტს, ვიდრე 50 პროცენტია.

„კოალიცია ჩვენ არ დაგჭირდება, ასეთია დღევანდელი სურათი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე ავიღებთ ბევრად მეტს, ვიდრე 50 პროცენტია. შესაბამისად, ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვსაუბრობთ თეორიულ ვარიანტებზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოლიციას, როგორც „ნაცმოძრაობასთან“ და მის სატელიტებთან, როგორიც არის „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და ა.შ. ასევე, ბუნებრივია, „პატრიოტთა ალიანსთან“, „ბურჯანაძესთან“, პრორუსულ პარტიებთან, რომლებიც სხვათა შორის, დღეს არიან ამ ე.წ. პროდასავლური პარტიების პარტნიორები. „ნაცმოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე, ისინი ერთად აკეთებდნენ წლების მანძილზე რუსულ საქმეს საქართველოში, ეს არის მათთვის საერთო და სწორედ ეს აერთიანებს მათ და სწორედ ამის გამო სხედან ისინი საერთო მაგიდაზე, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, მის სატელიტებს, „პატრიოტთა ალიანსს“ და ბურჯანაძეს, ისინი არიან გაერთიანებული რუსული საქმის გარშემო“, – განაცხადა კობახიძემ.