დავით სერგეენკო - სეზონური გრიპით დაავადებულების რაოდენობა მატულობს, მაგრამ ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და იმედოვნებს, რომ ეპიდემიურ ზღვარს არ მიაღწევს.
„სეზონური გრიპით დაავადებულების რაოდენობა მატულობს, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზე არის და ვიმედოვნებ, რომ არც მივაღწევთ ეპიდემიურ ზღვარს. მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს გრიპის სიმპტომების დაწყება და ამ სიმპტომების შემთხვევაში, ყველამ მიმართოს ოჯახის ექიმს.
ჯერჯერობით, ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ერთი აჭარაში და ერთი ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო და სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.