დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მომავალი წლიდან იგივე ფორმით გაგრძელდება, რა ფორმითაც აქამდე მიმდინარეობდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში მომავალი წლიდან იგივე ფორმით გაგრძელდება, რა ფორმითაც აქამდე მიმდინარეობდა,- ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიების მიერ რაიმე სახის პრეტენზიებზე ინფორმაციას არ ფლობს.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება იმ ფორმით, როგორც არსებობს, მისი მოცულობა გაიზრდება ბიუჯეტურად, როგორც სამედიცინო სერვისების კუთხით, ასევე ახალი მედიკამენტების კომპონენტის მხრივ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.