დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ზუსტად ეს თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა
დავით სერგეენკო - საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ზუსტად ეს თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა

საარსებო მინიმუმისთვის განსაზღვრული თანხა საკმარისი არ არის და, რა თქმა უნდა, არც ჩემთვის იქნებოდა საკმარისი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, საარსებო მინიმუმის დათვლა მეთოდოლოგიის მიხედვით.

„უფრო მეტი განმარტებაა საჭირო, რათა აიხსნას, რომ საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელი და არა საკუთრივ იმის დამადასტურებელი ან რეკომენდაცია, რომ ეს თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, მეთოდოლოგია წლების წინ განისაზღვრა.

„ერთი და იმავე მეთოდოლოგია 2000-იანი წლების დასაწყისიდან გამოიყენება იმისთვის, რომ მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრების სტატისტიკური ანალიზი მოხდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად დადგენილი თანხა უნდა იმყოფინოს ოჯახმა. რა თქმა უნდა, აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მინიმალურად მაინც უზრუნველყოფილი იყოს ოჯახი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მიმდინარე წლის მარტში, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა. სტატისტიკოსების გათვლებით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის კი, 321 ლარია საკმარისი.