დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მედიკამენტების ფასებზე რეგულაციები უნდა დაწესდეს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ზოგიერთი სახეობის მედიკამენტის ფასებზე რეგულაციები უნდა დაწესდეს.
„წამლებზე მიწვდომადობის გაზრდაზე რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მათ შორის, მოგების რეგულირება, თუმცა, თუ არ გაქვს წვდომა და რეგულირება მწარმოებლის ფასზე, მხოლოდ მოგების ფასის რეგულირებას აზრი არ აქვს. ჩვენ ამაზე გვაქვს მსჯელობა, გვაქვს რამდენიმე ქვეყნის ანალიზი და ვფიქრობ, რომ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ოპტიმალური ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოგების მარჟის შემცირების ინიციატივით გუშინ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოვიდა.