დავით სერგეენკო - მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციები არსებულ ქაოსს მოაწესრიგებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მარიხუანას შესახებ კანონპროექტი, რომელიც მოხმარებაზე რეგულაციებს გულისხმობს, მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს იმ ქაოსს, რაც ამ თვეების განმავლობაში იყო.
„მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც სესიაზე ახლა გადის, მოიაზრებს იმ რეგულირებას, რომლის აუცილებლობაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა. ეს რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს იმ ქაოსს, რაც ამ თვეების განმავლობაში იყო.
კანონპროექტის მთელი შინაარსი და დედააზრი არის, რომ მოწესრიგდეს და გაიწეროს ვის, როდის და რა პირობებში შეუძლია მოიხმაროს მარიხუანა. ეს არის მთელი დედააზრი ამისი, რისიც მეშინოდა. ფაქტია, ეს წესრიგდება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.