დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს ან ხვალ მიიღებენ
გრიპის ვირუსის გამო, ზამთრის სასკოლო არდადეგების გახანგრძლივების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღეს ან ხვალ იქნება მიღებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„სკოლებში სწავლის პროცესის დაწყების გადადებას აქვს თავისი პროტოკოლური მაჩვენებლები, რომელსაც მიახლოებული არ ვართ. მაგრამ, ვფიქრობთ, მიუხედავად ამისა, შეიძლება ეს საკითხი განვიხილოთ, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლა გადაიდოს.
24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, საღამოს ხდება მონაცემების შეჯამება და ალბათ, დღეს ან ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.