დავით საყვარელიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად „ალფას“ სპეცრაზმია გამოძახებული
კიევში, სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან „ალფას“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად.
ინფორმაციას ამის შესახებ დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც დავით საყვარელიძე წერს, სასტუმროსთან სპეცრაზმი „პოროშენკომ გააგზავნა“.
საყვარელიძე სააკაშვილის მხარდამჭერებს სასტუმროსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.