დავით საყვარელიძე - შეგროვდება ხალხი, გავაგრძელებთ ბრძოლას
დავით საყვარელიძე - შეგროვდება ხალხი, გავაგრძელებთ ბრძოლას

დავით საყვარელიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მეგობრის სახლში დააკავეს.

„ეტყობა იცოდნენ, სადაც იმყოფებოდა. ახლა შეგროვდება ხალხი. გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განუცხადა პირველ არხს საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკის ბინაში დააკავეს. მისივე თქმით, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მათი მეგობარია და მათ გუნდთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.  მასზე ძებნა გამოცხადდა.