დავით საყვარელიძე - აშშ არ ჩქარობს, რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში, რაც მეტად ჩაეფლობა რუსეთი ომში, მით უფრო მეტად აწყობს შეერთებულ შტატებს
ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც აშშ არ ჩქარობს, რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში, ვინაიდან რაც მეტად ჩაეფლობა რუსეთი ომში, მით უფრო მეტად აწყობს აშშ-ს, რომ დაიცალოს რესურსისგან და სისხლისგან, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილე დავით საყვარელიძემ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.
საყვარელიძის განცხადებით, დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, აშშ ეკონომიკურად არ ზარალდება. მისივე თქმით, პირიქით, გაზის მიწოდება უფრო მეტად იზრდება შეერთებული შტატებიდან ევროპაში.
„იარაღი უკრაინას უნდა მიაწოდონ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც საკმარისი იქნება სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად. ამ შემთხვევაში, ის, რაც დღეს გვაქვს, ეს არ არის საჭირო, გულახდილად გეტყვით, იმისთვის, რომ რუსებთ გავუმკლავდეთ. ეს არის ფაქტობრივად, ზღვაში წვეთი. გასაგებია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც აშშ არ ჩქარობს, რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში, ვინაიდან რაც უფრო მეტად ჩაეფლობა რუსეთი ამ ომში, მით უფრო მეტად აწყობს აშშ-ს, რომ დაიცალოს რესურსისგან და სისხლისგან. ეკონომიკურად აშშ არ ზარალდება დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით. პირიქით, გაზის მიწოდება უფრო მეტად იზრდება შეერთებული შტატებიდან ევროპაში, ამიტომაც იმ მოცულობის იარაღს აწვდიან უკრაინას, რაც საჭიროს გახდის დროებით შეჩერებას, რომ უკრაინა მასიურად შეტევაზე არ გადავიდეს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ამიტომ ამ ურდოს გასაჩერებლად საჭიროა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც რუსებს არ აქვთ, ეს არის დრონები, სარაკეტო სისტემები, მათ შორის იმ რადიუსზე მოქმედი, რომელიც საჭიროა, რომ ზურგში დაარტყა და გააჩერო ამ ურდოს შემოდინება უკრაინაში, ვინაიდან უამრავი, დაჟანგული თუ არ არის დაჟანგული, ეს ტექნიკა მაინც შემოდის, მათი არტილერია მაინც მუშაობს, ჯარისკაცი მათ არ ენანებათ, სულ რომ მილიონი შეაწყვიტოს, როდის იყო, რუსეთის იმპერიას ჯარისკაცის ბედი აღელვებდა, ეს ისტორიულად არასოდეს მომხდარა“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.