დავით რაქვიაშვილი - გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული ინტეგრაციისთვის
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერ დონალდ ტრამპის შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებსა და აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა ხანმოკლე შეხვედრა აშშ-ის ლიდერთან.
„დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს, როგორც აშშ-ის მყარ და ერთგულ პარტნიორს რეგიონში, რომელიც იბრძვის ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ მხარდამჭერ აქტზე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.