დავით ნარმანაია - თბილისს შევმატეთ 12 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და მიმდინარეობს 13 ახალი ბაღის მშენებლობა
2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი. ასევე მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“, 2014-2017 წლების შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამაგრდა სამი საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობა. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ საბავშვო ბაღს და ორი ბაღის დახურულ ფლიგელს. ასევე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 100-ზე მეტ ბსკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
დავით ნარმანიას განცხადებით, 33 საბავშვო ბაღში დამონტაჟდა პანდუსები. მისივე თქმით, ყველა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე იქნება მორგებული.
სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში სრულად არის მოწესრიგებული ხარისხიანი და ჯანსაღი კვების საკითხი. ყველა ბაღისთვის შემუშავდა ერთნაირი მენიუ. მუდმივად მიმდინარეობს კვების პროდუქტები სხარისხის მონიტორინგი. თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები.
„თბილისის ბაგა-ბაღებში 2000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2016 წლის თებერვლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გაიზარდა. ბაღის თანამშრომლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.