დავით მათიკაშვილი - გიორგი ვაშაძის გუშინდელი განცხადება დისკრიმინაციის ფსკერს ქვემოთ დაშვების პირველი შემთხვევა არ არის
დავით მათიკაშვილი - გიორგი ვაშაძის გუშინდელი განცხადება დისკრიმინაციის ფსკერს ქვემოთ დაშვების პირველი შემთხვევა არ არის

გიორგი ვაშაძემ შეურაცხყოფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კი არ მიაყენა, საკუთარი ფრაზით შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანს მიაყენა, რომლებიც აუტისტური სპექტრის ქვეშ მოიაზრებიან, მან ამ ადამიანების წარმოჩენა ნეგატიური თვალსაზრისით სცადა, მისი მხრიდან ეს დისკრიმინაციის ფსკერს ქვემოთ დაშვების პირველი შემთხვევა არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშაძემ ონკოპაციენტებთან მიმართებაში თქვა, რომ ეს წყალში გადაყრილი ფული იყო.

„ვაშაძემ კიდევ ერთხელ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და თავისი პოლიტიკური მრწამსი გააცნო საზოგადოებას, რითიც „ნაცმოძრაობა“ ქვეყანას 2012 წლამდე მართავდა და ოპოზიციაშიც ცდილობს, ანტიადამიანური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანა საფრთხეების წინაშე დააყენოს. მათ ასეთ დამოკიდებულებას ქართველი ხალხი არ აპატიებს და კიდევ ერთ ფიასკოს არჩევნებზე განიცდიან“, – განაცხადა მათიკაშვილი.