დავით მათიკაშვილი - ტრამპზე თავდასხმა აჩვენებს იმ პოლიტიკის ძალადობრივ ხასიათს, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ში მიმდინარეობს, ფაშიზმში არის გადასული ლიბერალიზმი, რომელიც გაბატონებულია დასავლეთში
დავით მათიკაშვილი - ტრამპზე თავდასხმა აჩვენებს იმ პოლიტიკის ძალადობრივ ხასიათს, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ში მიმდინარეობს, ფაშიზმში არის გადასული ლიბერალიზმი, რომელიც გაბატონებულია დასავლეთში

დონალდ ტრამპზე შემაძრწუნებელი თავდასხმა იმ პოლიტიკის ძალადობრივ ხასიათს აჩვენებს, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკაში, და არა მხოლოდ ამერიკაში, მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, რეალურად, ფაშიზმში არის გადასული ლიბერალიზმი, რომელიც დღეს გაბატონებულია დასავლეთში.

„არცერთ მეთოდს არ იწუნებენ, ყველა მეთოდზე თანახმა არიან, ოღონდ, საკუთარი გავლენები მოიპოვონ და კონკურენტები ჩამოიცილონ. ეს ხდება როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, რაც აჩვენებს, რომ ძალადობრივი ჩართვა ხდება კონკრეტული ძალების მიერ, რომელსაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიად“ მოვიხსენიებთ. მათი ხელწერაა, რომ არსენალში ძალადობაც იქონიონ და თავიანთ საწადელს ამით მიაღწიონ“, – განუცხადა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.