დავით მათიკაშვილი - საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემა არ არის
დავით მათიკაშვილი - საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემა არ არის

საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემა არ არის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის აბსოლუტურად ეთანხმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას.

“აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერს. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ როგორია მედიაგარემო ახლა და როგორი იყო ის წლების წინ. საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემა არ არის. ეს თითიდან გამოწოვილი და ხელოვნურად შექმნილი საკითხია, რომელზეც, ვფიქრობ, დიდი დრო არ უნდა დავხარჯოთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები სრული აბსურდია „იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება. გამორიცხულია, ასეთი რამ ხდებოდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.