დავით მათიკაშვილი - სამწუხაროდ, რეგლამენტის სრული დარღვევით მოხდა იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა
დავით მათიკაშვილი - სამწუხაროდ, რეგლამენტის სრული დარღვევით მოხდა იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა

სამწუხაროდ, რეგლამენტის სრული დარღვევით მოხდა იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინ შეასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობას დროებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, როგორც მათიკაშვილი ამბობს, პირველი მოადგილის საკითხის განხილვაც მოხდება.

„გუნდის შიგნით გადასაწყვეტი საკითხი ასე გადაწყდა. დროებით ვინ შეასრულებს მოვალეობას პირველი მოადგილისას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. კომიტეტს ეკა ბესელია ტოვებს და ეს იმის ფუნქციაა, ვინც განახორციელებს ამ მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო საქმეს.

თებერვალში ეყოლება კომიტეტს ახალი თავმჯდომარე. მოხდება პირველი მოადგილის საკიხთის განხილვა და გადაწყვეტა. ამაში განსაკუთრებულს ნუ დავინახავთ. ეს არის უმრავლესობის შიგნით გასარკვევი საკითხი“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დღეს აირჩიეს.