დავით მათიკაშვილი - ოპოზიციური ერთობა არის ეკლექტური გაერთიანება, ვერც წამომიდგენია, როგორ შეიძლება, მათ რამე სახის ერთობას მიაღწიონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, რომელიც საქართველოს კანონს დღესაც არღვევს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობს, რომ არჩევნების თვალსაზრისით ქვეყნის საქმეებში ჩაერიოს.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა ერთობასთან დაკავშირებით.
„ოპოზიციური ერთობა არის ეკლექტური გაერთიანება და ვერც წამომიდგენია, როგორ შეიძლება, მათ რამე სახის ერთობას მიაღწიონ. ყველა სპეკულაცია მოიხსნება, როცა არჩევნებზე საზოგადოება თავის პოზიციას დააფიქსირებს და „ნაციონალური მოძრაობა“ მარცხს კიდევ ერთხელ განიცდის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.