დავით მათიკაშვილი - ოპოზიცია სააკაშვილის პოლიტიკურ იდეოლოგიას ვერ გასცდება, რაც კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ და საქართველოში ომის, უბედურების არსებობას გულისხმობს
დავით მათიკაშვილი - ოპოზიცია სააკაშვილის პოლიტიკურ იდეოლოგიას ვერ გასცდება, რაც კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ და საქართველოში ომის, უბედურების არსებობას გულისხმობს

ოპოზიციამ რა ფორმითაც არ უნდა მოახდინოს ერთმანეთთან საკუთარი იდენტობის მიბმა, სააკაშვილის პოლიტიკურ იდეოლოგიას ვერ გასცდება, რაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და რაც საქართველოში ომის და უბედურების არსებობას გულისხმობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს „კარგია“, რადგან საზოგადოება ნახავს, არჩევნებზე ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი.

„მგონი, ეს ხალხი შემდეგ არჩევნებისთვის ოპოზიციის ალტერნატივაც აღარ იქნება. რა ფორმითაც არ უნდა მოახდინონ ერთმანეთთან საკუთარი იდენტობის მიბმა, ვერ გასცდებიან და ვერ გავლენ სააკაშვილის პოლიტიკურ იდეოლოგიას, რაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და გულისხმობს საქართველოში ომის და უბედურების არსებობას. ეს „კარგია“, რადგან საზოგადოება ნახავს, ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.