დავით მათიკაშვილი - ნიკანორ მელიამ გამოხატა ძალიან დიდი უპატივცემულობა სასამართლოს, პროკურატურისა და საკუთარი ამომრჩევლის მიმართ
დღეს რომ კიდევ ის რეჟიმი და პერიოდი იყოს, რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკანორ მელიამ გამოხატა ძალიან დიდი უპატივცემულობა სასამართლოს, პროკურატურისა და საკუთარი ამომრჩევლის მიმართ.
„ის პარლამენტარობას აპირებს და პარლამენტის წევრია. პარლამენტის წევრი, პირველ რიგში, უნდა იყოს კანონის დამცველი, იმ კანონისა, რომელსაც პარლამენტი იღებს.
საზოგადოებას შევახსენებ, დღეს რომ კიდევ ის რეჟიმი და პერიოდი იყოს, რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ, ზუსტად ვიცი. იმ დემოკრატიულ, ლმობიერ და ჰუმანურ საკანონმდებლო სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ სივრცეში ვიმყოფებით, კეთილი ინებოს და ყველამ დაიცვას შესაბამისი წესი. მას გაუმკაცრდა, კი არ შეიცვალა და ის კი არ გაუუქმდა, არამედ წესია. პირდაპირ კანონმდებლობაში წერია და თუკი დაარღვევს ამ აღკვეთის ღონისძიებას, გაუმკაცრდება აღკვეთის ღონისძიება და უკვე 40 ათასი ლარი დაემატა მაგ ყველაფერს. ახლა სამაჯურით სიარულია უკეთესი, თუ 40 ათასი ლარის მოპოვება, მოძიება, შესაბამის ანგარიშზე შეტანა და რომელი უფრო მძიმეა, საზოგადოებამ იმსჯელოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 70 000 ლარამდე გაეზარდა. ასევე, დამატებითი ღონისძიების სახით მელიას აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.
თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.