ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 70 000 ლარამდე გაეზარდა 
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 70 000 ლარამდე გაეზარდა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების საკითხზე იმსჯელა.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 100 000 ლარის ნაცვლად, 70 000 ლარამდე გაუზარდა. მოსამართლემ განმარტა, რომ აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია წინა გირაოც – 30 000 ლარი.

ასევე, დამატებითი ღონისძიების სახით მელიას აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მელიას მიმართ გასულ წელს გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები. მოსამართლის შეფასებით, ნიკა მელიას გააზრებული ჰქონდა, რომ ელექტრონული მონიტორინგის წესს არღვევდა. თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.

მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 2019 წლის 3 ივლისს ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველ ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოიხსნა. ამის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

დატოვე კომენტარი