დავით მათიკაშვილი - მაიკ პომპეოს განცხადება საქართველოს მიმართ გამოხატული კიდევ ერთი აშკარა მხარდაჭერაა
დავით მათიკაშვილი - მაიკ პომპეოს განცხადება საქართველოს მიმართ გამოხატული კიდევ ერთი აშკარა მხარდაჭერაა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება საქართველოს მიმართ გამოხატული კიდევ ერთი აშკარა მხარდაჭერაა,  – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ იმ რისკებს ითვალისწინებს, რომელიც ოკუპაციას თან სდევს.

„ვინ, ვინ და ამერიკის შეერთებული შტატები ხვდება, თუ რა საფრთხეების შემცველია რუსეთის ექსპანსიური ქმედებები. მაიკ პომპეოს ეს განცხადება მისასალმებელია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პოლონეთში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებასა და ცხოვრების წესს ემუქრება.